რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მოხარშული კვერცხი ნივრითა და მაიონეზით

საოჯახო რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც მოხარშულ კვერცხს მეტად გემრელს გახდით ნივრისა და მაიონეზის სოუსით.
საოჯახო რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც მოხარშულ კვერცხს მეტად გემრელს გახდით ნივრისა და მაიონეზის სოუსით.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
6   ცალი კვერცხი
400   გრამი მაიონეზი
150   მლ/ლ წყალი
12   კბილი ნიორი
2   ცალი პატარა წითელი ხახვი
1 12   ჩ/კ ხმელი ქინძი
2   ჩ/კ აჯიკა
30   გრამი ოხრახუში
მარილი გემოვნებით
1   ს/კ მაიონეზი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოხარშეთ კვერცხები და გაჭერით შუაზე.

2

კოვზით ამოაცალეთ გულები და მოათავსეთ თასში.

3

შიგთავსის მომზადება: დასრისეთ 2 კბილი ნიორი და დაჭერით 10 გრ. ოხრახუში. დაუმატეთ ნიორი და ოხრახუში კვერცხის გულებს, აგრეთვე დაამატეთ 1 ჩაის კოვზი აჯიკა, ½ ჩაის კოვზი ხმელი ქინძი და მარილი. აურიეთ ხის კოვზით.

4

დაჭერით 1 პატარა წითელი ხახვი და დაუმატეთ ნარევს 1 ჩაის კოვზ მაიონეზთან ერთად. აურიეთ ხის კოვზით.

5

სოუსის მომზადება: დასრისეთ 10 კბილი ნიორი და დაჭერით 20 გრ. ოხრახუში. მოათავსეთ ნიორი და ოხრახუში სათქვეფ თასში. დაუმატეთ 400 გრ მაიონეზი, 100–150 მლ. წყალი, 1ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 სუფრის კოვზი აჯიკა და მარილი გემოვნებით. კარგად ათქვიფეთ.

6

წვრილად დაჭერით 1 პატარა წითელი ხახვი და დაუმატეთ სოუსს. კარგად აურიეთ.

7

ამოავსეთ კვერცხის ნახევრები შიგთავსით. კვერცხებს კოვზით მოასხით მაიონეზის სოუსი. მიირთვით ცივი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ორიგინალური და უგემრიელესი ბადრიჯნის ნავები, მადისაღმძვრელი ყველის შიგთავსით.
ორიგინალური და უგემრიელესი ბადრიჯნის ნავები, მადისაღმძვრელი ყველის შიგთავსით.
ავტორი:
გამოუცხვეთ ეს უგემრიელესი გერმანული ბლინები საყვარელ ადამიანებს და აგრძნობინეთ მთავარი – ზრუნვა.
გამოუცხვეთ ეს უგემრიელესი გერმანული ბლინები საყვარელ ადამიანებს და აგრძნობინეთ მთავარი – ზრუნვა.
ავტორი:
გაგაცნობთ თურქული ეროვნული საუზმის მენემენის მარტივ და ორიგინალურ რეცეპტს.
გაგაცნობთ თურქული ეროვნული საუზმის მენემენის მარტივ და ორიგინალურ რეცეპტს.
ავტორი:
ბოსტნეულის მარტივი და გემრიელი კერძი ყველით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, გაამრავლფეროვნოთ და დაუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული.
ბოსტნეულის მარტივი და გემრიელი კერძი ყველით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, გაამრავლფეროვნოთ და დაუმატოთ სხვადასხვა ბოსტნეული.
ავტორი: