რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ახალი ტყემალი

ახალი ტყემლის მომზადება ძალიან მარტივია. მწვანე ალუჩის ან ტყემლის ძალიან გემრიელი საწებლის რეცეპტი.
ახალი ტყემლის მომზადება ძალიან მარტივია. მწვანე ალუჩის ან ტყემლის ძალიან გემრიელი საწებლის რეცეპტი.
2

0:30:00
15 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ერთ დღეს, როცა მომბეზრდა ალუჩას ჩახრამუნებით თავის შექცევა და გავხედე ალუჩებით სავსე თასს, მივხვდი, რომ რაღაც ახალი გემრიელობის მომზადების დრო იყო და მეც შევუდექი ტყემლის მომზადებას. ჰოდა, ეს ამბავი რომ თქვენც არ გაგიზიაროთ არ გამოვა.

რეცეპტის ინგრედიენტები
2   კგ. ალუჩა
2   კონა აყვავებული ქინძი
2   კონა ომბალო
1   კონა კამა
2   კბილი ნიორი
გემოვნებით წიწაკა
გემოვნებით მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ქვაბში, სადაც ძალიან ცოტა წყალი ჩავასხი, ჩავყარე 2 კგ-მდე ალუჩა (ცოტა სახრამუნოდ მოიტოვეთ) და ცეცხლზე შემოვდგი. ალუჩას ბევრი წყალი არ სჭირდება, რადგან ის მაღალ ტმპერატურაზე თვითონ უშვებს წვენს. ყურადღებით იყავით თუ თავზე დაახურებთ, ადუღებისას შესაძლოა გადმოვიდეს. ალუჩა ქაფს აუცილებლად მოიკიდებს, რაც ფრთხილად უნდა მოხადოთ. როგორც კი შეატყობთ რომ მასა დარბილდა და გაღიავდა გადმოდგით ცეცხლიდან. მოიმარჯვეთ თასი და საწური, სადაც ეტაპობრივად უნდა გახეხოთ ალუჩები. მე ამისთვის ხელის ნაცვლად კარტოფილის საჭყლეტი გამოვიყენე. ძალიან მოსახერხებელია. როდესაც ყველა ალუჩას კურკას დარჩენილი მასისგან გამოათავისუფლებთ, კურკები გადაყარეთ. ამის შემდეგ, ქვაბში დარჩენილი სითხე (ალუჩის წვენი) დაამატეთ თასში არსებულ მასას რაც საწურიდან ჩავიდა. ამასობაში, ტყემლის საწებლის მომზადების პირველი ეტაპი დასულდა.

2

ჩამოთვლილი სანელებლები უნდა დავჭრათ წვრილად და შემდეგ დავნაყოთ. თუ ეს გეზარებათ, ხორცის მანქანაში შეგიძლიათ გაატაროთ, თუმცა დანაყილ სანელებლებს სხვა გემო-ვნება აქვს... სანელებლები შევურიოთ პირველ ეტაპზე მომზადებულ მასას და კარგად მოვურიოთ. მაშ ასე, თქვენი მომზადებული ახალი ტყემლის საწებელი უკვე მზად არის!

კომენტარები
1 კომენტარი

khatia
05/13/2018
მოვამზადე ყტემალი და ძალიან კარგი გამოვიდა :) მადლობა თეკო რეცეპტისთვის!
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მშრალი აჯიკა ძალიან იოლი მოსამზადებელია ამ რეცეპტით.
მშრალი აჯიკა ძალიან იოლი მოსამზადებელია ამ რეცეპტით.
ავტორი:
ტყემლის რეცეპტი ქართველი ემიგრანტებისთვის.
ტყემლის რეცეპტი ქართველი ემიგრანტებისთვის.
ავტორი:
სანელებლებით გაჯერებული მეგრული ცხარე აჯიკის რეცეპტი.
სანელებლებით გაჯერებული მეგრული ცხარე აჯიკის რეცეპტი.
ავტორი:
ძალიან კარგი რეცეპტი გემრიელი კეტჩუპის მოსამზადებლად.
ძალიან კარგი რეცეპტი გემრიელი კეტჩუპის მოსამზადებლად.
ავტორი: