წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. 22 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს მოახსით საცხობი სპრეი.
პატარა თასში ერთად ათქვიფეთ 1 1/2 ჭიქა ფქვილი, 1 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი და 1/4 ჩ/კ მარილი.
დიდ თასში 1 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი და 1 ჭიქა შაქარი საშუალო ან მაღალ სიჩქარეზე ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ ( 4–5 წუთით).
დაუმატეთ კვერცხები სათითაოდ და თითოეულის დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ ½ ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა და ¼ ჩ/კ ვანილი ექსტრაქტი.
მიღებულ ნაზავს ფქვილის ნაზავი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ატამი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით. კოვზით დაჭრილი ატამი ცომს ისე შეურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს. ცომი წინასწარ გამზადებულ ფორმაზე გადატანეთ და აცხვეთ 180 C-ზე 1 საათით და 5 წუთით.
გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. როცა გაცივდება მოაყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ ატმის ნაჭრებით. მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად.