აკროშკა – რუსული საზაფხულო წვნიანი
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
კარტოფილი გათალეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. გადაიტანეთ საშუალო ქვაბში და დაფარეთ წლით. დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი და აადუღეთ. ადუღეთ 10 წუთით, ან კარტოფილის მოხარშვამდე. გადაწურეთ და გააგრილეთ. კარტოფილი სწრაფად გასაგრილებლად შეგიძლიათ ცივ წყალში გაავლოთ.
სანამ კარტოფილი იხარშება, 3 ცალი კვერცხი კარგად მოხარშეთ და ცივ წყალში მოათავსეთ.
დაჭერით 3 ცალი მოხარშული კვერცხი, 3–4 ცალი კიტრი და 225 გრ ლორი. ასევე დაჭერით კამა და ½ ჭიქა მწვანე ხახვი. ყველა დაჭრილი ინგრედიენტი დიდ ქვაბში მოათავსეთ.
სხვა დიდ თასში აურიეთ 8 ჭიქა ცივი წყალი, 1/3 ჭიქა არაჟანი, 2 ½ ს/კ ძმარი, 2 ½ ჩ/კ მარილი. ნაზავი დიდ ქვაბში გამზადებულ დაჭრილ ინგრედიენტებს დაასხით. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.