წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი 5.5 სმ სიღრმის და 24 სმ დიამეტრის საცხობ ლანგარს. კარგად დააბლენდერეთ ორცხობილები. დაუმატეთ კარაქი და კარგად შერევამდე თქვიფეთ. მიღებული მასა წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ, დააფარეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ელექტრო მიქსერით თქვიფეთ კრემ–ყველი და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი და კარგად შეათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაო და არაჟანი და თქვიფეთ კარგად შერევამდე. შეურიეთ უკურკო და შუაზე გაჭრილი ალუბალი. გადაანაწილეთ ლანგარში მოთავსებულ მასაზე.
აცხვეთ 35–40 წუთით შუაგულის გამყარებამდე. გამორთეთ ღუმელი, კარი ცოტათი გამოაღეთ და ღუმელშივე 3 საათით გააცივეთ. შედგით მაცივარში მთელი ღამით. ზემოდან დააწყვეთ მთლიანი ალუბლები, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!