შემწვარი ქათმის სუპი ატრიით
გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.
გააცხელეთ ზეითუნის ზეთი თუჯის ქვაბში საშუალო ტემპერტურაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
მოაყარეთ ბოსტნეულს ფქვილი, ორეგანო, ქონდარი, ქათმის სანელებელი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი. შეურიეთ ბულიონი, გაფრცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მარილი. მიიყვანეთ დუღილამდე. მოუკელით ცეცხლს და ნახევრად თავდახურული ადუღეთ 25 წუთის განმავლობაში (ან კარტოფილის კარგად დარბილებამდე).
დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი შემწვარი ქათამი, რძე, მაკარონი (ატრია) და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში (ან მაკარონის კარგად დარბილებამდე). სურვილისამებრ მორთეთ ახალი ქონდარით, ბოსტნეულით.