ჟოლოს ტარტი
ჟოლოს ტარტის მომზადება რამდენიმე ინგრედიენტითაა შესაძლებელი. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ ფქვილი, კარაქი და შაქრის პუდრა. მიღებული მასა გააცივეთ 1 საათით.
გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე.
გაცივებული ცომი ხელით თანაბრად გააბრტყელეთ 24 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაზე. შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ აცალეთ გაცივება.
გადაანაწილეთ ჟოლოები გამომცხვარ ცომზე. მიიყვანეთ ჟოლოს ჯემი დუღილამდე მიკროტალღოვან ღუმელში. შემდეგ მოასხით ბისკვიტზე გადანაწილებულ ხილს.
შეფუთეთ ტარტი კულინარიული ცელოფნით და 1 საათით შედგით მაცივარში გასაცივებლად.