ჩიფსები
ამ მარტივ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით!
ხრაშუნა და გემრიელი კარტოფილის ჩიფსების მომზადება სახლშიც შესაძლებელია. ამ მარტივ კულინარიულ რეცეპტში, ჩიფსების მომზადების განსხავებულ მეთოდს ისწავლით!
კარტოფილი სურვილისამებრ გათალეთ ან გაუთლელად დაჭერით ქაღალდის სისქის რგოლებად. პლასტმასის კონტეინერში(ან სხვა ჭურჭელში) ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ კარტოფილის ფურცლები და შეანჯღრიეთ, რომ ყველა რგოლს მოედოს ცხიმი.
დიდი ზომის სადილის თეფში სულ ოდნავ დაფარეთ ცხიმით. მასზე ერთ ფენად გაანაწილეთ იმდენი კარტოფილი, რამდენიც დაეტევა და აცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში 3-5 წუთი(სანამ არ შეყავისფერდება). შემდეგ გადმოიღეთ ჩიფსები თეფშიდან და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი.
გაიმეორეთ იგივე პროცედურები(თეფშის გაცხიმიანების გარდა) მანამ, სანამ კარტოფილი არ გამოგელევათ. მირთმევამდე აცალეთ კარგად გაცივება.