რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბადრიჯანი მაიონეზითა და მწვანილებით

კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)

1:00:00
5 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
3  ცალი ბადრიჯანი
1/2  თავი პატარა ნიორი
15  გრამი ოხრახუში
15  გრამი რეჰანი
10  გრამი პიტნა
25  გრამი ტარხუნა
1/2  ჩ/კ შავი პილპილი
1  ჩ/კ ქინძის სუნელი
200  გრამი მაიონეზი
12  ჩ/კ ზეთი
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ტაფაზე 4 ჩ/კ ზეთი დაასხით. ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დაჭერით და ტაფაზე დააწყვეთ. დააფარეთ თავსახური და წვით საშუალო ტემპერატურაზე – ერთ მხარეზე შებრაწვამდე. გადმოაბრუნეთ და წვით მეორე მხარეს დაუფარებლად. შეწვით დარჩენილი ნაჭრებიც.

2

პიტნა დაჭერით და ნიორთან ერთად როდინში ჩანაყეთ.

3

მაიონეზი თასში მოათავსეთ. დაჭერით ოხრახუში, რეჰანი, ტარხუნა და დაუმატეთ მაიონეზს. კარგად აურიეთ.

4

დაუმატეთ დანაყილი პიტნა და ნიორი, ½ ჩ/კ შავი პილპილი და ქინძის სუნელი. კარგად აურიეთ.

5

შემწვარი ბადრიჯნის რამდენიმე ნაჭერი თეფშზე გადაიტანეთ.

6

მაიონეზისა და მწვანილების ნაზავი კოვზის დახმარებით ბადრიჯნის ყველა ნაჭერზე გადაანაწილეთ და გადაახვიეთ.

7

მაიონეზის დარჩენილ ნაზავს დაუმატეთ 100 მლ წყალი და კარგად ამოურიეთ.

8

გადახვეული ბადრიჯანი მაიონეზის სოუსთან ერთად მიირთვით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
სასარგებლო თვისებებით ცნობილი მინდვრის მხალეულის კერძი ქართული კულინარიიდან.  შეაფასეთ!
სასარგებლო თვისებებით ცნობილი მინდვრის მხალეულის კერძი ქართული კულინარიიდან. შეაფასეთ!
ავტორი:
გთავაზობთ ახალი კარტოფილის რეცეპტს განსხვავებულად – ღუმელში შემწვარი კარტოფილი ლიმონის წვენით.
გთავაზობთ ახალი კარტოფილის რეცეპტს განსხვავებულად – ღუმელში შემწვარი კარტოფილი ლიმონის წვენით.
ავტორი:
კომბოსტოს მარტივი კერძი, სულ რამდენიმე ინგრედიენტით.
კომბოსტოს მარტივი კერძი, სულ რამდენიმე ინგრედიენტით.
ავტორი: