რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შემწვარი ყაბაყი ნიგვზით

შემწვარი ყაბაყი ნიგვზის უგემრიელესი საკმაზით.
შემწვარი ყაბაყი ნიგვზის უგემრიელესი საკმაზით.

0:50:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1  კგ. ყაბაყი
400  გრამი ნიგოზი
50  გრამი ქინძი
50  გრამი ოხრახუში
1  თავი საშუალო ხახვი
3  კბილი ნიორი
2  ცალი მწვანე მწარე წიწაკა
3/4  ჩ/კ ქინძის სუნელი
3/4  ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1/2  ჩ/კ უცხო სუნელი
1  ჩ/კ წითელი წიწაკა (ან გემოვნებით)
10  ჩ/კ მცენარეული ზეთი შესაწვავად
50  მლ/ლ ადუღებული გაგრილებული წყალი
3  ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ყაბაყი 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და დააწყვეთ დაჭრილი ყაბაყი. დააფარეთ და წვით საშუალო ტემპერატურაზე. როცა ერთ მხარეზე შეიწვება გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეს დაუფარებლად წვით. შეწვით დარჩენილი ყაბაყიც.

2

შემწვარი ყაბაყი თასში გადაიტანეთ და გააგრილეთ.

3

ნიორი და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ და საშუალო თასში მოათავსეთ. დაჭერით ხახვი, ქინძი და ოხრახუში. დაჭერით მწვანე წიწაკა(სურვილისამებრ) და თასში გადაიტანეთ.

4

დაუმატეთ ქინძის სუნელი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და მარილი. შეურიეთ 50 მლ ადუღებული გაგრილებული წყალი და 3 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი. კარგად აურიეთ.

5

მირთმევის წესი 1 : შემწვარი ყაბაყი ნიგვზის საკმაზის თასში გადაიტანეთ და კარგად აურიეთ. მიირთვით ცივი.

6

მირთმევის წესი 2: შემწვარი ყაბაყის თითოეულ ნაჭერზე გადაიტანეთ მიღებული ნიგვზის საკმაზი. მიირთვით ცივი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ და მიირთვით სალათების მარგალიტი ქართული კულინარიიდან.
მოამზადეთ და მიირთვით სალათების მარგალიტი ქართული კულინარიიდან.
ავტორი:
პოპულარული და გემრიელი ფხალი ქართული კულინარიიდან.
პოპულარული და გემრიელი ფხალი ქართული კულინარიიდან.
ავტორი:
მოამზადეთ გემრიელი საზაფხულო კერძი ქართული სამზარეულოდან!
მოამზადეთ გემრიელი საზაფხულო კერძი ქართული სამზარეულოდან!
ავტორი:
კომბოსტოს მარტივი კერძი, სულ რამდენიმე ინგრედიენტით.
კომბოსტოს მარტივი კერძი, სულ რამდენიმე ინგრედიენტით.
ავტორი: