ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის კარბონარა
კარბონარა იტალიური კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი მაკარონი და უმი კვეცრხის სოუსია.
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი. დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ მაკარონი. ხარშვის ბოლო წუთს შეურიეთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის ყვავილები. გადაინახეთ 1 ჭიქა ნახარში წყალი.
ამასობაში, თასში ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და კიდევ 2 ცალი კვერცხის გული. დაუმატეთ სქელი ნაღები, ზეითუნის ზეთი და პარმეზანი. ჩანგლით კარგად აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
მოხარშული მაკარონი და ბოსტნეული გადაწურეთ და ისევ ქვაბში მოათავსეთ. შეურიეთ ყველის ნაზავი და ოხრახუში, შემდეგ სწრაფად ამოურიეთ. დაუმატეთ გადანახული ნახარში წყალი.
მორთეთ ოხრახუშითა და პილპილით. მიირთვით მომზადებისთანავე.