ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა
ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი მეთოდი ყვავილოვანი კომბოსტოს მოსამზადებლად.
ყვავილოვანი კომბოსტო დაჭერით და ისე დააბლენდერეთ, რომ ბრინჯის ზომის ნაწილები მიიღოთ. (ასევე შეგიძიათ, რომ ძალიან წვრილად გახეხოთ).
გაზქურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი და დაკეპილი ნიორი. წამოადუღეთ და თუშეთ 2–3 წუთით, თან ხშირ–ხშირად მოურიეთ. ფრთხილად იყავით, რომ ნიორი არ დაიწვას.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე მოათავსეთ ყვავილოვანი კომბოსტოს „ბრინჯი“. მოასხით კარაქის ნაზავი და მოაყარეთ გახეხილი ყველი. კარგად ამოურიეთ და თუშეთ კომბოსტოს დარბილებამდე. შეაზავეთ მარილითა და პიპილით. თუშვისას დროდადრო ამოურიეთ. მიირთვით თბილი. სურვილისამებრ, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.