ხაჭოს ნამცხვარი
გთავაზობთ რბილ, ჰაეროვან ხაჭოს ნამცხვარს, რომელიც თქვენს ოჯახში გულგრილს არავის დატოვებს
მანის ბურღულეულს წინასწარ დაასხით რძე და გააჩერეთ. ასევე წინასწარ დაასხით წყალი ქიშმიშს, რომ დარბილდეს.
კვერცხი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში. ხაჭოს დავამატოთ მწიკვი მარილი, მანი, ათქვეფილი კვერცხი და შაქარი, ვანილი, ქიშმიში, არაჟანი ან კეფირი. მიღებული მასა დავასხათ კარაქ წასმულ და მან მოყრილ ფორმაზე და გავათანაბროთ. ზემოდან წავუსვათ კვერცხი ან არაჟანი (ასევე შესაძლებელია კვერცხის გული+არაჟანი).
შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 180 გრადუსზე 50- 60 წუთის განმავლობაში.
უკვე მომზადებული გავაგრილოთ, დავჭრათ და სუფრასთან მივიტანოთ არაჟანთან, კენკრასთან, მურაბასთან, თაფლთან და ა.შ. ერთად.