თქვენთვის სასურველი ორცხობილა კარგად დაფᲨვენით. 150გრ კარაქი გაადნეთ და შეურიეთ ორცხობილას, შემდეგ გადაიტანეთ ყალიბᲨი და 20 წუთით მოათავსეთ მაცივარში.
30 გრ ჟელეს დავასხათ ანადუღარი წყალი, სანამ ჟელე აფუვდება მოვამზადოთ შიგთავსი. ხაჭო მოვათავსოთ ჯამში და კარგად გავთქვიფოთ, ნელნელა დავამატოთ არაჟანი და შაქარი. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ერთ მუჭა მარწყვს ვაბლენდერებთ და ვასხამთ მასაში (ამით ის მიიღებს ფერს და მარწყვის გემოთიც გაჯერდება) მიღებულ მასას ჩააყარეთ ვანილი. (იმისთვის, რომ შიგთავსში იგრძნოთ მარწყვის რბილობები, შეგიძლიათ ჩააჭრათ კიდეც) ავუფებულ ჟელატინს გავადნობთ გასქურაზე, არ ვაცლით ადუღებას. ვუმატებთ მზა შიგთავსს, ვურევთ კარგად, ვასხამთ ყალიბᲨი და ვინახავთ მაცივარში, რაც უფრო დიდ ხანს დავაყოვნებთ, მით უფრო კარგად შეიკვრება მასა.
მარწყვს დავჭრით თხელ ფენებად, ამასობაᲨი 20 გრ ჟელატინს ვამზადებთ იგივე წესით, 2 ს/კ შაქართან ერთად ვადნობთ. დაჭრილ მარწყვით ვაფორმებთ დესერტს სურვილისამებრ და ზემოდან ვასხამთ ჟელეს, ვათავსებთ მაცივარᲨი 1 საათით და დესერტი მზადაა.