რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

სიცილიური თუთის გრანიტა

სიცილიაში შავი თუთის გრანიტას ყველა ტრადიციული მენიუს დასაწყისში წააწყდებით.
სიცილიაში შავი თუთის გრანიტას ყველა ტრადიციული მენიუს დასაწყისში წააწყდებით.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

გრანიტა მზადდება შავი თუთის, ჩვეულებრივი სიროფისა და ცოტაოდენი ლიმონისაგან. შემდეგ კი ყინავენ კრისტალებად, რაც ვიზუალურად ცალკეულ ძვირფას თვლებს მოგაგონებთ.

რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი შავი თუთა
1   ცალი ლიმონის წვენი
4   ჭიქა წყალი
1   ჭიქა წმინდა შაქარი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ჩაყარეთ ქვაბში შაქარი, დაასხით წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული სიროფი გააგრილეთ.

2

ჩაყარეთ თუთა (ან მაყვალი და ჟოლო ერთმანეთში არეული) ბლენდერში, ჩაასხით ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ. მიღებული მასის რაოდენობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 მთელ 1/3 ჭიქას.

3

მიღებულ მასას დაუმატეთ მომზადებული სიროფი, ჩაასხით ღრმა ჭურჭელში, გადააფარეთ თავზე ფოლგის ფურცელი და შედგით საყინულეში.

4

ერთი საათის შემდეგ აიღეთ ჩანგალი, ჭურჭლის ძირიდან, გვერდებიდან ყინულის კრისტალები ჩამოფხიკეთ და აურიეთ ისინი ჭურჭელში არსებულ მასაში. გაიმეორეთ იგივე ნახევარ საათიანი ინტერვალებით მანამ, სანამ არ მიიღებთ მშრალ, დაახლოებით ერთი ზომის ყინულის კრისტალებს. ასეთი გრანიტა შეგიძლიათ მთელი ღამე გააჩეროთ საყინულეში.

5

სანამ გრანიტას სუფრასთან გაიტანთ, აცადეთ 5 წუთი, რომ ოდნავ შელღვეს. შემდეგ ამოურიეთ ჩანგლით, გადაიტანეთ მაღალ ჭიქებში და დაუყოვნებლივ მიიტანეთ სუფრასთან.

თუკი გსურთ გრანიტა საუზმედ მიირთვათ, ის იდეალურია ცხელ ფუნთუშებთან ან ნაღების ნამცხვართან ერთად. იმ შემთხვევაში, თუკი დესერტად გსურთ – გრანიტას თავზე დაადეთ იმავე არომატის ნაყინი ან  მოასხით ამოყვანილი კრემი. სურვილისამებრ აურიეთ სხვა შემადგენლობის გრანიტაში (ნუშის რძე, ფისა, ყავა, ლიმონი ან ფორთოხალი).

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ ვაშლის დონატები და დაატკბეთ თქვენი დღეები :)
მოამზადეთ ვაშლის დონატები და დაატკბეთ თქვენი დღეები :)
ავტორი:
კომშის მოყვარულებო, არ გაუშვათ კომშის სეზონი ისე, რომ ეს გემრიელი დესერტი არ დააგემოვნოთ :)
კომშის მოყვარულებო, არ გაუშვათ კომშის სეზონი ისე, რომ ეს გემრიელი დესერტი არ დააგემოვნოთ :)
ავტორი:
მარტივი კულინარიული რეცეპტი უგემრიელესი საუზმის მოსამზადებლად. მოამზადეთ და დაიწყეთ დღე ტკბილად!
მარტივი კულინარიული რეცეპტი უგემრიელესი საუზმის მოსამზადებლად. მოამზადეთ და დაიწყეთ დღე ტკბილად!
ავტორი:
მიირთვით სადილის შემდეგ ეს საუცხოოდ მომზადებული გოგრა, რომელიც სავსეა შემოდგომის ხილით :)
მიირთვით სადილის შემდეგ ეს საუცხოოდ მომზადებული გოგრა, რომელიც სავსეა შემოდგომის ხილით :)
ავტორი: