ხაჭოს ბლინები
ფუმფულა, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ხაჭოს ბლინები :)
საშუალო თასში 4 ცალი კვერცხი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ 450 გრ ხაჭო, 1 ჩ/კ ვანილი, 3 ს/კ თაფლი და თქვიფეთ კარგად შერევამდე. შეურიეთ 1/3 ჭიქა ქიშმიში.
სხვა პატარა თასში, აურიეთ 1 ჭიქა ფქვილს + 2 ს/კ ფქვილი და 1 ჩ/კ საცხობი სოდა. ფქვილის ნაზავი კვერცხის ნაზავს შეურიეთ.
ტაფა საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ და დაასხით 2 ს/კ ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, ბლინების ცომი სუფრის კოვზით ტაფაზე დაასხით და წვით დაბრაწვამდე, დაახლოებით 2 წუთით თითოეულ მხარეს. მიირთვით თბილი არაჭანთან, ნეკერჩხლის სიროფთან, ხილთან ან ჯემთან ერთად.