წითელი პამიდვრის მწნილი
შეინახეთ წითელი პამიდვრები ზამთრისათვის და გააგემრიელეთ ზამთარი :)
გაარჩიეთ და გარეცხეთ მაგარი, წითელი პამიდვრები. გარეცხლ 3 ლიტრიან ქილაში ძირში ჩააფინეთ რამდენიმე ღერი ნიახური, კამა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 2 კბილი ნიორი, წიწაკის მარცვლები და ამოავსეთ ქილა პამიდვრით. თავზე კი მოალაგეთ დარჩენილი მწვანილები, ნიორი და დაფნის ფოთოლი.
მოადუღეთ მარილწყალი (წყალი იმდენი უნდა იყოს პამიდვრიანი ქილის ამოვსებას რომ ეყოს). ადუღებულ წყალს დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი.
პამიდვრებს ცხელი მარილწყალი დაასხით და მოხუფეთ. შეფუთეთ 24 საათით. შემდეგ შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.