გაასუფთავეთ ბოსტნეული. დიდი ზომის ქვაბში მოათავსეთ ჭარხალი. დაფარეთ წყლით, დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, კვლავ დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ჭარხალი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაუმატეთ სტაფილო, კარტოფილი და ხარშეთ დამატებით 10 წუთის განმავლობაში. გამორთეთ გაზი და დატოვეთ ბოსტნეული ცხელ წყალში მთელი ღამით.
მეორე დღეს გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები და ქვაბიდან ფრთხილად ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული(დაიცავით სამუშაო ზედაპირი ლაქებისგან). მოაცალეთ კანი, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. დაუმატეთ იმავე ზომის კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი და თხლად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ ბარდა, ზეთი, წიწაკა და მარილი. მსუბუქად შეურიეთ და სურვილისამებრ გააფორმეთ ვინეგრეტი ოხრახუშით.