ვენური აის-ყავა
სიცხეში ორგანიზმს ბევრი სითხე ესაჭიროება. ვენური აის-ყავა კი ძალიან გემრიელი, ენერგეტიკული სასმელია.
ყავა ავთქვიფოთ ნაყინთან ერთად და მაცივარში კარგად გავაცივოთ. ჩავასხათ მინის მაღალ ჭურჭელში და გარნირად ცოტაოდენი ათქვეფილი არაჟანი და ვაფლი დავუმატოთ. ვაფლთან ერთად ასევე შეგვიძლია, რომ ყავას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოვასხათ მურაბის წვენი.