ლაიმის ცივი ჩაი
ნაყიდს შინ მომზადებული სჯობს. მოამზადეთ და გემრიელად გაგრილდით :)
დიდ თასში ან ქილაში მოათავსეთ 6 ცალი შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტი და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერთ 45 წუთით.
ამოიღეთ ჩაის პაკეტები. შეურიეთ შაქარი და ლაიმის წვენი, ურიეთ შაქრის გადნობამდე. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მირთმევამდე შედგით მაცივარში.