ვარდის ფურცლები და 200 გრ შაქარი თასში მოათავსეთ.
ხელით 5–7 წუთით დასრისეთ. დასრესილ მასას წვენი გამოუვა.
დაუმატეთ კიდევ 200 გრ შაქარი. აურიეთ, დააფარეთ და შედგით მაცივარში ერთი დღით.
600 გრ შაქარი ღრმა ქვაბში მოათავსეთ. დაუმატეთ 600 მლ წყალი. გააცხელეთ დაბალ ტემპერატურაზე, ურიეთ მუდმივად სიროფის მიღებამდე.
ვარდის ფურცლების ნაზავი მაცივრიდან გამოიღეთ და ფურცლებისაგან ერთი გუნდა გააკეთეთ.
ვარდის ფურცლების გუნდა ქვაბში, შაქრისა და წყლის სიროფში გადაიტანეთ. თასში დარჩენილი წვენი კი შეინახეთ.
მოურიეთ ხის კოვზით.
აადუღეთ. შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათით. დაუმატეთ გადანახული ვარდის ფურცლების წვენი. მოურიეთ და ისევ ადუღეთ. ურიეთ დროდადრო, ნაზავის გასქელებამდე.
მურაბა გააცივეთ და გადაიტანეთ ქილებში. შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ცივი – როგორც ჯემი ან დესერტი.