რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

თეთრი ბლის მურაბა თხილით

მოამზადეთ და მოიმარაგეთ თეთრი ბლის გემრიელი მურაბა ზამთრის დღეების დასატკბობად :)
მოამზადეთ და მოიმარაგეთ თეთრი ბლის გემრიელი მურაბა ზამთრის დღეების დასატკბობად :)

4:00:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
2   კგ. თეთრი ბალი
2   კგ. შაქარი
500   გრამი თხილი
23   ჩ/კ ვანილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ბალი გარეცხეთ და მოაშორეთ ყუნწები და კურკები. უკვე გარჩეული ბალი 2 კგ–ს უნდა იწონიდეს.

2

გაარჩიეთ და დაჭერით თხილი ისე, რომ ბლის შუაგულში მოათავსოთ (კურკის ნაცვლად). თხილი ყველა ბალში მოათავსეთ.

3

2 კგ შაქარი ღრმა ქვაბში გადაიტანეთ და დაუმატეთ 500 მლ წყალი.

4

გააცხელეთ დაბალ ტემპერატურაზე, ურიეთ მუდმივად სიროფის მიღებამდე.

5

თხილიანი ბალი ღრმა თასში მოათავსეთ და დაასხით შაქრის სიროფი. წამოადუღეთ და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 3 საათით, დროდადრო მოურიეთ.

6

დაუმატეთ ვანილი. ფრთხილად ამოურით და დაბალ ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთით ადუღეთ.

7

გააგრილეთ და ჩაასხით თავსახურიან ქილებში. შეინახეთ მაცივარში ან ბნელ და გრილ ადგილას. მიირთვით ცივი, როგორც დესერტი.

კომენტარები
1 კომენტარი

neliko
07/04/2017
3 საათი დუღილი ნამეტანია :)
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ალუბლის მურაბა ივნისში კეთდება – მწიფე ალუბლისა და შაქრისაგან. ინახება დიდხანს და გემრიელად :)
ალუბლის მურაბა ივნისში კეთდება – მწიფე ალუბლისა და შაქრისაგან. ინახება დიდხანს და გემრიელად :)
ავტორი:
კიდევ ერთი გემრიელი მურაბის რეცეპტი კულინარიაზე.
კიდევ ერთი გემრიელი მურაბის რეცეპტი კულინარიაზე.
ავტორი:
განსაკუთრებით გემრიელი მაყვლის მურაბა. გემრიელია ჩაისთან ერთად.
განსაკუთრებით გემრიელი მაყვლის მურაბა. გემრიელია ჩაისთან ერთად.
ავტორი:
გემრიელი ხილისაგან გემრიელი ჯემის გაკეთებაა შესაძლებელი :)
გემრიელი ხილისაგან გემრიელი ჯემის გაკეთებაა შესაძლებელი :)
ავტორი: