უმარტივესი შოკოლადის ნამცხვარი
უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
მორთეთ თქვენთვის სასურველი და საყვარელი შოკოლადის კრემით ან მინანქრით.
იხილეთ შოკოლადის მინანქრის რეცეპტი.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი ორ 23 სმ მრგვალ საცხობ ლანგარს.
დიდ თასში აურიეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა და მარილი. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი, ვანილი და მიქსერით 2 წუთით საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ. ბოლოს, შეურიეთ მდუღარე წყალი. ცომი თხელი გამოვა. თანაბრად გაანაწილეთ წინასწარ გამზადებული ლანგრებზე.
აცხვეთ 30–35 წუთით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გააცივეთ ლანგარშივე 10 წუთით, შემდეგ გადაიტანეთ რკინის ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.