ტორტი “პრაღა”
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ორი კვერცხის ცილით გავაკეთოთ ბეზე, შემდეგ შევურიოთ 250 გრ. შაქარი, 2 კვერცხის გული, 250 გრ. არაჟანი ან რძე (ადუღებული, გაგრილებული), ნახევარი ქილა შედედებული რძე, 2 ს.კ. კაკაო, ჭიქა ნახევარი ფქვილი (300-350 გრ.) და 1 ჩ.კ. სოდა ძმრით. მიღებული მასით უნდა გამოვაცხოთ 3 ფირფიტა. ეს მასა გავყოთ 3 ნაწილად.
200-250 გრ. კარაქი ავთქვიფოთ, შევურიოთ დარჩენილი ნახევარი ქილა შედედებული რძე და 2 ს.კ. კაკაო. ეს კრემი წავუსვათ ფენებს,ზემოდან კი მოვაყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი.