რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ვაშლის ტორტი

საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.

0:00:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში.

რეცეპტის ინგრედიენტები
3   ცალი კვერცხი
მწიკვი მარილი
90   გრამი შაქარი
90   გრამი ფქვილი
750   გრამი ვაშლი
1   პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი
450   მლ/ლ ვაშლის წვენი
250   გრამი ნაღები
100   გრამი უცხიმო ხაჭო
1   ს/კ შაქრის პუდრა
2   ს/კ კვერცხის ლიქიორი (სურვილისამებრ)
საცხობი ქაღალდი ფორმისთვის
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.

2

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე. გული და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 175°-ზე(ვენტილაციით 160°-ზე) 15 წუთი. ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ საცხობი ქაღალდი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.

3

ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და გაყავოთ ოთხად, გამოაცალეთ გული. ყოველი მეოთხედი დაჭერით სიგანეზე თხელ ნაჭრებად. პუდინგის ფხვნილს შეურიეთ ცოტაოდენი ვაშლის წვენი. დანარჩენი წვენი შაქართან ერთად წამოადუღეთ და დაამატეთ პუდინგის ფხვნილიანი წვენი. შემდეგ შეურიეთ ვაშლის ნაჭრები და კრემი დადგით გასაცივებლად.

4

ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი, წაუსვით ვაშლიანი ჟელე და დადგით ცივ ადგილას 2 საათი.

5

ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ხაჭო და შაქრის პუდრა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული ხაჭოს კრემი ქულებად გაანაწილეთ ტორტზე. სურვილისამებრ მოასხით კვერცხის ლიქიორი.

რჩევა:

შეგიძლიათ, ვაშლის ტორტის ბისკვიტი ერთი ან ორი დღით ადრე გამოაცხოთ, ხაჭოს კრემით კი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მორთოთ.

ვარიანტები:

კრემში ვაშლის წვენის ნაცვლად გამოიყენეთ მშრალი თეთრი ღვინო ან სიდრი.

მოსართავად:

კვერცხის ლიქიორი მოასხით ჩაის კოვზით ან პატარა ნახვრეტიანი პარკით. ნამცხვარი მორთეთ შოკოლადის ანათალით ან დაჭრილი ნუშით.

კომენტარები
1 კომენტარი

თათია
06/10/2017
ხაჭოს კრემი არასდროს გამისინჯავს..იმედია კარგია ხო? ხაჭო არ მიყვარს ;)
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.
ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.
ავტორი:
მარწყვის ტორტის გამოცხობა არც ისე რთულია. გაეცანით ჩემს მიერ გამოცდილ რეცეპტს და შეაფასეთ.
მარწყვის ტორტის გამოცხობა არც ისე რთულია. გაეცანით ჩემს მიერ გამოცდილ რეცეპტს და შეაფასეთ.
ავტორი:
გთავაზობთ დიდებული ტორტის შედარებით მარტივ რეცეპტს. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და შეაფასეთ რეცეპტი :)
გთავაზობთ დიდებული ტორტის შედარებით მარტივ რეცეპტს. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და შეაფასეთ რეცეპტი :)
ავტორი:
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ავტორი: