საზამთროს ლიმონათი
მსუბუქი და გამაგრილებელი საზამთროს ლიმონათი იდეალური საზაფხულო წვეულებების გასაგრილებლად.
მოათავსეთ პატარა კუბებად დაჭრილი საზამთრო ბლენდერში და გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადაწურეთ წვრილ საცერში და შეინახეთ პიურე.
ჩაასხით ქვაბში 1/2 ჭიქა წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ დუღილამდე(საჭიროა რომ შაქარი კარგად გაიხსნას). შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაუმატეთ 3 ჭიქა ცივი წყალი და ლიმონის წვენი.
გადაანაწილეთ ყინული 12 ჭიქაში. თითოეულში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი საზამთროს პიურე და დაასხით მომზადებული ლიმონათი. მირთმევამდე სულ ოდნავ შეურიეთ.