ბრაზილიური ლიმონათი
გაიფერადეთ ზაფხული რაც შეიძლება ბევრი გემრიელი გამაგრილებელი სასმელით :)
დიდ თასში 7 ჭიქა ცივი წყალი და ¾ ჭიქა შაქარი აურიეთ.
ბლენდერში 1 ს/კ ლაიმის ცედრა და 1 ჭიქა ლაიმის წვენი მოათავსეთ. ჩაასხით 3 ჭიქა შაქრიანი წყალი ბლენდერში (ან იმდენი, რამდენიც თქვენს ბლენდერში ჩაეტევა).
დაუმატეთ ½ ჭიქა დამტკბარი შესქელებული რძე. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ დარჩენილი შაქრიანი წყალი. მიირთვით ყინულის კუბიკებთან ერთად.