სახლში მომზადებული შაურმა
დამიჯერეთ, ამ შაურმის გასინჯვის შემდეგ მისი გარეთ ყიდვის სურვილი გაგიქრებათ!
მოვხარშოთ ქათმის ფილე. შემდეგ ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი, აჯიკა და თეთრი ღვინო კი ცოტა ბლომად. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ და შიგ ჩავაწყოთ მოხარშული ფილეს ნაჭრები. შევწვათ ორივე მხრიდან. ღვინო მთლიანად უნდა დაიშროს. რომ შეიწვება გავაცივოთ და დავძიძგნოთ.
ლავაშში ჩავდოთ დაძიძგნილი ხორცი, დაჭრილი ხახვი, დაჭრილი ქინძი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოვასხათ მაიონეზი, კეტჩუპი; სურვილისამებრ ჩავდოთ შაურმის წიწაკა და გადავახვიოთ შაურმის ფორმაზე.
შევათბოთ ტოსტერში და გემრიელად მივირთვათ!