საუკეთესო მარინადი სტეიკისათვის
მარინადის საოჯახო რეცეპტი ღორის ან საქონლის ხორცის კიდევ უფრო გემრიელად შესაწვავად.
ბლენდერში მოათავსეთ სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ვორჩესტერის სოუსი, ნივრის ფხვნილი, რეჰანი, ოხრახუში და პილპილი. სურვილისამებრ, დაუმატეთ აჯიკა. თქვიფეთ 30 წამით, კარგად შერევამდე.
მარინადი თქვენთვის სასურველ ხორცს მოასხით. დააფარეთ და შედგით მაცივარში 8 საათამდე. ხორცი შეგიძლიათ გრილზე ან ღუმელში შეწვათ.