რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

დამარილებული ლიმონი

დამარილებული ლიმონი ერთგვარი მარინადია, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ კულინარიაში.
დამარილებული ლიმონი ერთგვარი მარინადია, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ კულინარიაში.

0:25:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
ლიმონი
მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ლიმონი საგულდაგულოდ გარეცხეთ. ყოველი ლიმონი სათითაოდ ზემოდან ხელის დაჭერით გააგორეთ მაგიდაზე. ამით შიდა მემბრანები დაზიანდება და ლიმონი უფრო მეტ წვენს გამოიღებს. ლიმონი ჩავჭრათ საკმარისად ღრმად ჯვარისებურად, მაგრამ ისე რომ მთლიანობა არ დაკარგოს, დაახლოებით 3 სანტიმეტრი დავტოვოთ ბოლოში.

2

დაამარილეთ ლიმნის თითოეული ნაჭერი, თითოეულ ნაჭერზე 1 სუფრის კოვზი დაგჭირდებათ. ანუ თითო ლიმონზე 4 სუფრის კოვზი.

3

ლიმონი ჩავალაგოთ ქილაში ძალიან მჭიდროდ, წვენის გამოსაშვებად (მე ამისთვის ვიყენებ კარტოფილის საჭყლეტს).

4

შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში გააგრძელეთ ლიმონზე დაწოლა წვენის გამოსაშვებად, თუ გამოშვებული წვენი არასაკმარისია, ასეთ შემთხვევაში დაამატეთ ახლად დაწურული ლიმონის წვენი. ლიმონი სრულად უნდა იყოს დაფარული თავის წვენში. ქილა დადგით გრილ ადგილას ან შედგით მაცივარში. 2-3 კვირის შემდეგ ლიმონები მზად იქნება.

5

ლიმონის კანი რომ დარბილდება ნიშნავს რომ მზადაა და შეგიძლიათ მისი დაგემოვნება. ბანკიდან ამოღებისას ლიმონს აუცილებლად გადაავლეთ წყალი ზედმეტი მარილის მოსაშორებლად, დანით კი მოაცალეთ დარჩენილი რბილობი. დაჭერით გრძლად ან კუბიკებად და მიიტანეთ მაგიდასთან ნებისმიერ საჭმელთან ერთად, რასაც ლიმონი უხდება.

ლიმონის დამარილებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ინგრედიენტები:

  1. დაფნის ფოთოლი
  2. ქინძი
  3. გამხმარი ჩილის წიწაკა
  4. დარიჩინის ჯოხი

მათი გამოყენება სავალდებულო არ არის, თუმცა ლიმონს თავისებურ გემოს და არომატს აძლევს.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
იხილეთ მარინადის მომზადების უმარტივესი რეცეპტი და მიანიჭეთ ქათმისა თუ ძროხის ხორცს საუცხოო არომატი.
იხილეთ მარინადის მომზადების უმარტივესი რეცეპტი და მიანიჭეთ ქათმისა თუ ძროხის ხორცს საუცხოო არომატი.
ავტორი:
მარინადის საოჯახო რეცეპტი ღორის ან საქონლის ხორცის კიდევ უფრო გემრიელად შესაწვავად.
მარინადის საოჯახო რეცეპტი ღორის ან საქონლის ხორცის კიდევ უფრო გემრიელად შესაწვავად.
ავტორი: