ფრანგული ტოსტები
გააფორმეთ თქვენი საყვარელი ხილითა თუ ხილის ჯემით. ისაუზმეთ ფრანგულად! ისაუზმეთ გემრიელად!
დიდი ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. ნელა ჩაუმატეთ რძე, შემდეგ 2 კვერცხი, მარილი, დარიჩინი, ვანილის ექსტრაქტი და შაქარი. თქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მსუბუქად ცხიმწასმული ტაფა გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე.
მოათავსეთ პურის ნაჭრები თხევად მასაში, რომ გაიჟღინთოს. შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. მიირთვით ცხელი.