დაჭერით ხორცი საშუალო ზომის კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში. ჩაუმატეთ დაფნის ფოთლები და დაასხით 200 მილილიტრი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 2 საათით. დროგამოშვებით ურიეთ. მომზადებული ხორცი ძალიან რბილი უნდა იყოს. გადაწურეთ ნახარში წყალი და გადაინახეთ.
ხორცს ქვაბში 100 გრამი კარაქი ჩაუმატეთ და გემოვნებისამებრ მოაყარეთ მარილი. თხლად დაჭერით ხახვის მოზრდილი თავები და ჩაუმატეთ. შეურიეთ ეს ყველაფერი და დადგით დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთით. ხშირ-ხშირად ურიეთ. ხახვმა ფერი უნდა იცვალოს.
შემდეგ დაჭერით 4 ცალი დიდი, კანგაცლილი პამიდორი და ჩაუმატეთ. მაშინთვე მოურიეთ და განაგრძეთ შუშვა მინიმალურ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში.
ბოლოს თხლად დაჭერით ნიორი და ჩაუმატეთ ხორცს ხმელ ქინძთან და ტომატ-პასტასთან ერთად. მოურიეთ და ჩაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა. ჩაუმატეთ მარილიც, თუ ამას თქვენი გემოვნება მოითხოვს. მოურიეთ და ჩაუმატეთ გადანახული ბულიონი. ისევ მოურიეთ და განაგრძეთ დაბალ ცეცხლზე მზადება 5 წუთით.
საბოლოოდ წვრილად დაჭერით ოხრახუში, ჩაუმატეთ და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით და კერძი მზადაა. სურვილისამებრ ჩაუმატეთ დაჭრილი მჟავე კიტრიც და გემრიელად მიირთვით!