ნუში დარიჩინით
დარიჩინში შემწვარი ნუში ის სასუსნავია, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!
გააცხელეთ ღუმელი 120 C გრადუსზე. საცხობ ფირფიტას მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი.
ოდნავ გათქვიფეთ კვერცხის ცილა. შემდეგ ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ, სანამ კარგად არ აქაფდება(ნუ მიიყვანთ გამკვრივებამდე). ჩაუმატეთ ნუში და ურიეთ, სანამ ცილით კარგად არ დაიფარება.
ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ყავისფერი შაქარი(არასავალდებულო*), მარილი და დარიჩინი. შემდეგ მოაყარეთ ცილიან ნუშებს. მსუბუქად შეურიეთ(შეანჯღრიეთ ჭურჭელი) და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე.
აცხვეთ ერთი საათის განმავლობაში, სანამ ნუში ოქროსფერი შეფერილობის არ გახდება. თან დროგამოშვებით ურიეთ, ყოველ15-20 წუთში.
კარგად გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!
P.S.
ცხობისას სასურველია პერგამენტის ქაღალდის გამოყენება