მწვანე სუპი
არ გამოტოვოთ ვიტამინებით მდიდარი და ასევე დიეტური მწვანე სუპის რეცეპტი.
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და დაჭრილი პრასი მწიკვ მარილთან ერთად. თუშეთ 3 წუთით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ტკბილი კარტოფილი, ნიორი და 4 ჭიქა წყალი. აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთით, კარტოფილის მოხარშვამდე.
გადმოდგით გაზქურიდან. სწრაფადვე დაუმატეთ ბარდა, ისპანახი, 1 ჭიქა ცივი წყალი და კარგად და დიდხანს ურიეთ.
ხელის ბლენდერის დახმარებით, თქვიფეთ სუპი გლუვი მასის მიღებამდე. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოიღეთ ჯამებში და მორთეთ ახალი მწვანილით.