მოხრაკულა
ეს არის საოჯახო რეცეპტი პირდაპირ რაჭიდან. აქციეთ ის თქვენი დღის ნოყიერ დასაწყისად.
თასში მოათავსეთ კვერცხი და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ შაქართან და 1 ჩაის კოვზ მარილთან ერთად.
დაუმატეთ არაჟანი და 150 მლ. წყალი და ათქვიფეთ.
თანდათანობით შეათქვიფეთ 200 გრ. ფქვილი. დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი სოდა და ათქვიფეთ კოვზით.
დაფშვენით ყველი, დაჭერით ხახვი, გახეხეთ კარტოფილი და დაჭერით პომიდორი.
დაუმატეთ ყველი, მწვანე ხახვი, კარტოფილი და პომიდორი კვერცხისა და ფქვილის ნაზავს. ურიეთ ხის კოვზით.
დაუმატეთ წითელი წიწაკა და 5 სუფრის კოვზი ზეთი. კარგად აურიეთ.
დაასხით ნაზავი ზეთიან ცხელ ტაფაზე და წვით 20 წუთით. 20 წუთის შემგეგ ფრთხლად ამოაბრუნეთ მოხრაკულა და წვით კიდევ 5 წუთით დაბალ ტემპერატურაზე. მიირთვით ცხელი და ისიამოვნეთ.