მოხარშული ორაგული
არაფერია მოხარშულ ორაგულზე მარტივი, ჯანსაღი და გემრიელი ! იხილეთ ორაგულის მომზადების სწრაფი მეთოდი.
ორაგულის ფილეს ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ. ღრმა ტაფაში მოათავსეთ ღვინო, წყალი, კამა, ოხრახუში და თხლად დაჭრილი მწვანე ხახვი (ან ჩვეულებრივი ხახვი) და საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ.
მოათავსეთ ორაგულის ფილე ტაფაზე და დააფარეთ.
ხარშეთ 5–10 წუთით. ხარშვის დრო დამოკიდებულია ფილეს სისქეზე.
თეფშზე გადმოიტანეთ, მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად.