მინი მაფინები
ამ მაფინებს ისეთივე გემო აქვს, როგორიც დარიჩინიან დონატებს! საიდუმლო ინგრედიენტი კი მუსკატის კაკალია.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 24 ჭიქიან მაფინის საცხობ ფორმას.
დიდ თასში აურიეთ ½ ჭიქა შაქარი, ¼ ჭიქა მარგარინი და მუსკატის კაკალი. შეურიეთ რძე, შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი. კარგად აურიეთ. მიღებული ცომით მაფინის ფორმები ნახევრამდე ამოავსეთ.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ოდნავ გადაბრაწვამდე 15–20 წუთით.
სანამ მაფინები ცხვება, პატარა თასში მოათავსეთ ¼ ჭიქა გამდნარი მარგარინი. სხვა თასში აურიეთ ½ ჭიქა შაქარი და დარიჩინი. გამომცხვარი მაფინები ამოიღეთ ფორმიდან და თითოეული ჯერ გამდნარ მარგარინში ამოავლეთ, ხოლო შემდეგ შაქრისა და დარიჩინის ნაზავში. გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!