რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მასკარპონეს ნაყინი ხილითა და გრანოლათი

ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)
ეს უბრალოდ ნაყინი არაა, ეს არის მასკარპონეს ნაყინი უგემრიელესი ხილით და ხრამუნა გრანოლათი :)

9:30:00
4 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 12   ჭიქა მოუხდელი რძე
2 14   ჭიქა შაქარი
1 12   ჩ/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)
1   ჭიქა მასკარპონე
1   ცალი ლიმონის გახეხილი ცედრა
13   ჭიქა შვრიის ფანტელი
2   ს/კ ფქვილი
14   ჩ/კ მარილი
1   ს/კ დარბილებული უმარილო კარაქი
2   ჩ/კ თაფლი
4   ცალი გარგარი
1   ჭიქა ჟოლო
მიიღე ყოველდღიური ფასდაკლებები!
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

პატარა ქვაბში აურიეთ რძე, ¼ ჭიქა შაქარი და ჟელატინი და დატოვეთ 5 წუთით. რძე საშუალო ტემპერატურაზე გაათბეთ, ურიეთ შაქრისა და ჟელატინის გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ მასკარპონე და ლიმონის ცედრა, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაყინის მასა თასში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და ინსტრუქციის შესაბამისად დაამზადეთ. ნაყინი კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ გამყარებამდე, სულ ცოტა 4 საათით.

2

გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. სამზარეულოს კომბაინში დააბლენდერეთ შვრია. მოათავსეთ თასში ფქვილთან და მარილთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და თაფლი. მიღებული ნაზავი თითებით აზილეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ, აცხვეთ გადაბრაწვამდე, დაახლოებით 25 წუთით. საცხობი ლანგარი რკინის ცხაურზე გადმოდეთ, გრანოლა ბოლომდე გააცივეთ და პატარა ნაწილებად დატეხეთ.

3

პატარა ქვაბში აურიეთ დარჩენილი 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ, ურიეთ შაქრის გადნობამდე. სიროფი საშუალო თასში მოათავსეთ, თითოეული გარგარი შუაზე გაყავით, კურკები გადაყარეთ და ნახევრები სიროფში ჩააწყვეთ. სიროფი ბოლომდე გააცივეთ – სულ მცირე 4 საათით ან მთელი ღამით.

4

მირთმევის წესი: შუაზე გაყოფილი ჟოლო 4 თეფშზე (თეფშები ცივი უნდა იყოს) ან ჯამში გადაანაწილეთ. თითოეული თეფშის ცენტრში დადეთ გარგარის 2 ნაჭერი (სიროფი შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ). მასკარპონეს ნაყინი კოვზით ხილის გვერდით გადაიტანეთ. მოაყარეთ გრანოლას ნაფხვენები და გემრიელად მიირთვით!

loading...
კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
კალაბაშის პაკორა
კალაბაშის პაკორა
პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ.
ავტორი:
კალაბაშის ჰალვა
კალაბაშის ჰალვა
გემრიელი ინდური დესერტის რეცეპტი
ავტორი:
რა არის კალაბაში?
კალაბაში კიტრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბოსტნეულია. მის სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა, თუმცა გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, აზიიდან - ამერიკამდე.
თარიღი: 07/30/2019
ავტორი: tomato
მოშუშული კალაბაში ქათმის ფილესთან ერთად
მოშუშული კალაბაში ქათმის ფილესთან ერთად
კალაბაში ამ სადა კერძს ეგზოტიკურობას და განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.
ავტორი:
რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის
2018 წლის საახალწლო რეცეპტების ნაკრები.
თარიღი: 12/27/2017
ავტორი: khatia
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
როგორ დავჭრათ და შევწვათ კომში
იხილეთ თუ როგორ ავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ კომში.
როგორ ვიკვებოთ სწორად
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.
თარიღი: 05/06/2017
ავტორი: tamta
მსგავსი რეცეპტები
ზაფხულის ცხელ დღეებში ამ იდეალური ნიგვზის ნაყინის სახლში მომზადება ყველასათვის სასურველია.
ზაფხულის ცხელ დღეებში ამ იდეალური ნიგვზის ნაყინის სახლში მომზადება ყველასათვის სასურველია.
ავტორი:
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
შემწვარი ატამი მასკარპონეს ნაყინით ძალიან გემრიელი ევროპული დესერტია. მოამზადეთ ის საკუთარ სახლში!
ავტორი:
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ეს მარტივი რეცეპტი ყველანაირ წარმოდგენას შეგიცვლით ნაყინის სენდვიჩებზე.
ავტორი:
ყავის ესკიმოს რეცეპტი ერთდროულად გაახარებს როგორც ყავის, ასევე ნაყინის მოყვარულებს.
ყავის ესკიმოს რეცეპტი ერთდროულად გაახარებს როგორც ყავის, ასევე ნაყინის მოყვარულებს.
ავტორი: