რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მარწყვის ტორტი

მარწყვის ტორტის გამოცხობა არც ისე რთულია. გაეცანით ჩემს მიერ გამოცდილ რეცეპტს და შეაფასეთ.
მარწყვის ტორტის გამოცხობა არც ისე რთულია. გაეცანით ჩემს მიერ გამოცდილ რეცეპტს და შეაფასეთ.
3

1:30:00
24 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

სახლში მომზადებული ტორტის მაქსიმალური ღირებულება 7–9 ლარამდე მერყეობს. ამ რეცეპტოით შესაძლებელია 24–მდე სტუმრის გამასპინძლება. რაც მთავარია ზუსტად იცით რისგან მოამზადეთ და თან თქვენი გემოვნებით. ხილი შეგიძლია ტქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ან სულაც შეცვალოთ. არის მომენტები, როდესაც თქვენ მიერ მომზადებულ გემრიელ ტორტზე უკეთესს ვერაფერს აჩუქებთ ოჯახის წევრებს... ^_^

რეცეპტის ინგრედიენტები
10   ცალი კვერცხი
2 12   ჩ/ჭ ფქვილი
3 12   ჩ/ჭ შაქარი
1   ლიტრი რძე
200   გრამი მარგარინი
12   ჩ/კ ვანილი
500   გრამი მარწყვი
3   ცალი ბანანი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ტორტის ბისკვიტის მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად მოიმარაგეთ ყველა საჭირო მასალა ისე, რომ მიქსერით მუშაობისას ცალი ხელით შეძლოთ პროდუქტების ჩამატება. 9 კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში, სადაც შემდგომ შაქართან ერთად ათქვიფავთ. კვერცხის გული მოაგროვეთ დამხმარე ჭურჭელში, აუცილებლად დაგჭირდებათ. ბისკვიტის ამოყვანა არც ისეთი მარტივია როგორც ერთი შეხევდვით ჩანს და მას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. რაც უფრო მეტად ამოიყვანთ ცილას, მით უფრო დიდი შანსია რომ ჰაეროვანი ბისკვიტი გამოგივათ. ცილის ამოყვანის შემდეგ, ეტაპობრივად ჩაამატეთ შაქარი. გაითვალისწინეთ, რომ ფქვილის ჩაყრამდე მიქსერი არ უნდა გამორთოთ და მაქსიმალურად ერთ სიჩქარეზე ამუშაოთ. მას შემდეგ, რაც ბისკვიტისთვის განკუთვნილი შაქარი ამოგეწურებათ, ეტაპობრივად შეათქვიფეთ შენახული კვერცხის გული. ამის შემდეგ გამორთეთ მიქსერი და მიღებულ მასას ასევე ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი. ფქვილის შესაზელად მე ხის ჯოხს ვიყენებ და ერთი სიჩქარით ნაზად ვურევ სანამ ფქვილი მთლიანად არ შეერევა მასას. შემდეგ ეტაპზე გაზზე მოათავსეთ სითბოს გამანაწილებელი და ტორტის საცხობი ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ ტორტის ფორმას ძირზე და გვერდებზე უნდა წაუსვათ მარგარინი რათა არ მიიკროს. ახლა უკვე შეგიძლიათ ბისკვიტის მასა მოათთავსოთ გამოსაცხობ ფრმაში. დაბალ გაზზე შემომდგარ ფორმას აუცილებლად დააფარეთ თავსახური, რომელსაც შეფუთავთ სველი ტილოთი. რდესაც ტილო გაშრება ადვილად მიხვდებით, რომ ბისკვიტი გამომცხვარია :) გაზზე ბისკვიტის ცხობას დაახლოებით 40–45 წუთი სჭირდება. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ ახადოთ ფორმას და წვრილი ჩხირით მოსინჯოთ ბისკვიტი შუაში კარგად არის თუ არა გამომშრალი (მე ამისთვის ასანთის ღერს ვიყენებ ხოლმე). გამომცხვარი ბისკვიტი ფრთხილად გადმოიღეთ განიერ ჭურჭელზე და დაელოდეთ მის გაციებას.

2

იმ დროს, როდესაც ბისკვიტი ცხვება შეგიძლიათ დროის მოსაგებად დაიწყოთ კრემის მომზადება. ამისთვის ათქვიფეთ 1 კვერცხი და 1 ჩ.ჭ. შაქარი (ეს მასა ბავშვბის გოგლიმოგლს მოგაგნებთ:) ). ამის შემდეგ ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი. მიღებულ მასას დაუმატეთ რძე, კარგად მოურიეთ და დადგით გაზზე. კრემი უნდა ავადუღოთ დაბალ ცეცხლზე და პარალელურად ვურიოთ. ახლა გემოს გასამძაფრებლად შეგიძლიათ ჩაამატოთ ვანილი. გაითვალისწინეთ, რომ დუღილის დაწყებისას კრემი შესქელდება და განუწყვეტელი მორევა ერთგვაროვანი მასის მიღებას უწყობს ხელს. თუ ამ პროცესს შეწყვიტავთ კრემი არ გამოვა ისეთი, როგორიც საჭიროა. კრემი ადუღებიდან 6–8 წუთში გადმოდგით და გაიტანეთ გასაციებლად. მას შემდეგ რაც კრემი გაცივდება, ის ეტაპობრივად უნდა შეურიოთ ცალკე თასში ათქვეფილ მარგარინს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გემრიელი კრემი მზად იქნება.

3

ტორტის მომზადების ბოლო, ყველაზე სახალისო ეტაპზე დაგჭირდებათ მარწყვი ბანანი და ძლიერი ჩაის სიროფი. ჩაის ჭიქაში მოამზადეთ ჩაის ნაყენი 4 კოვზ შაქართან ერთად. ეს სითხე ბისკვიტის დასანამად დაგვჭირდება. თუმცა მანამდე, 9 კვერცხიანი ბისკვიტი ზუსტად შუაზე უნდა გავჭრათ. დიახ, ეს არც ისეთი ადვილი საქმეა და ამაში არც მეტი არც ნაკლები – ძაფი დაგეხმარებათ :) როცა უკვე ბისკვიტის 2 ნაწილი გვაქვს, შეგვიძლია მათი მორთვა დავიწყოთ. პირველ რიგში ვნამავთ ტორტის ქვედა ნაწილს. ფრთხილად მოასხით ჩაის ნაყენი ბისკვიტის კიდეებთან და შუაში. ბევრი სითხე არ უნდა დაასხათ თორემ ტორტი დაიშლება. შემდეგ ბისკვიტის ამ ნაწილზე დაალაგეთ თხლად დაჭრილი ბანანი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. შემდეგ წაუსვით კრემი და ასევე მთელ ნაწილზე დაალაგეთ მარწყვი. ამის შემდეგ კიდევ წაუსვით კრემი და ზემოდან ბისკვიტის მეორე ნაწილი დაადეთ. თორტის ზედა ფენა უნდა დანამოთ იგივე პრონციპით. შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი ფანტაზია და კრემითა და ხილით მორთოთ ტორტი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლთ.

ბისკვიტისთვის დაგვჭირდება: თასი, მიქსერი, ტორტის გამოსაცხობი ფორმა, სითბოს გამანაწილებელი ფირფიტა.

 

მოხარული ვიქნები თუ თქვენს გამოცდილებას გამიზიარებთ. გემრიელ ცხობას გისურვებთ!

კომენტარები
1 კომენტარი

ნაააათი
05/27/2020
❤❤❤
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ავტორი:
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი მარწყვის ტორტის მოსამზადებლად.
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი მარწყვის ტორტის მოსამზადებლად.
ავტორი:
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.
ავტორი:
ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.
ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.
ავტორი: