რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ჩინური ტორტი

ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.
ჩინური ტორტი ერთ-ერთი მარტივი მოსამზადებელი დესერტია. ეს არის უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე.

0:45:00
14 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ჩინურ ტორტს, სინამდვილეში, ჩინეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს დასახელება, ალბათ, იმიტომ მოუფიქრეს, რომ ის კლასიკური ტორტებისაგან განსხვავებით არატრადიციულად მზადდება. გემოთი და არომატით კი ნამდვილად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ტორტებს.

რეცეპტის ინგრედიენტები
3   ცალი ბანანი
3   ცალი საშუალო ზომის კივი
2   ცალი საშუალო ზომის ვაშლი
12   კგ. ორცხობილა
12   ლიტრი რძე
1   ჩ/ჭ შაქარი
1   ცალი კვერცხი
200   გრამი მარგარინი
3   ს/კ ფქვილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ტორტის მომზადებას კრემით ვიწყებთ. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თქვეფის დროს ნელ-ნელა დაუმატეთ ცივი რძე და 3 ს/კ ფქვილი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემოდგით ცეცხლზე. კრემი წამოადუღეთ, თან ურიეთ. როდესაც შესქელდება გადმოდგით და გააგრილეთ.

2

გაგრილებულ კრემს შეათქვიფეთ მარგარინი. მოხარშული კრემიც მზად არის. ჩინური ტორტისთვის შეგიძლიათ, უფრო ჰაეროვანი კრემიც გამოიყენოთ. თუმცა, მოხარშული კრემი გაცილებით იოლი მოსამზადებელია და თან ძალიან უხდება.

3

დაჭერით ხილი კუბიკებად და მოათავსეთ ჭურჭელში.

4

ორცხობილა ხელით დაფშვენით და თასში მოათავსეთ. ამჯერად ვიყენებთ ორცხობილა (პეჩენია) "იუბილეინოეს", თუმცა, შეგიძლიათ, სცადოთ სხვა ორცხობილითაც.

5

გადავიდეთ ტორტის მომზადებაზე: საშუალო ზომის თასში მოათავსეთ დაფშვნილი ორცხობილის ნაწილი, ზემოდან წაუსვით წინასწარ გამზადებული კრემი და მოალაგეთ დაჭრილი ხილი. შემდეგ ისევ მოაყარეთ დაფშვნილი პეჩენია, წაუსვით კრემი და მოაყარეთ ხილი. ასე ფენა-ფენა ჩაუმატეთ ინგრედიენტები გამოლევამდე. ჩინური ტორტიც მზად არის, გემრიელად მიირთვით.

ჩინური ტორტი მომზადებისთანავე შეგიძლიათ მიირთვათ. თუმცა, მომდევნო დღეს, როდესაც ყველაფერი კარგად გაუჯდება, უფრო გემრიელი იქნება. ინახება მაცივარში. ძალიან გემრიელია ზაფხულის ცხელ დღეებში, თუმცა ჩინური ტორტის მომზადება ნებისმიერ სეზონზე, სხვადასხვა ხილის კომბინაციით, თავისუფლად შეგიძლიათ.

 

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
2 კომენტარი

panza1991
01/28/2018
მადლობა მარტივი და გემრიელი რეცეპტის გაზიარებისთვის. მოვამზადე და მართლა კარგი გამოვიდა.
tati828
06/24/2023
დავიწყე კრემის გაკეთება ლიტრა ნახევარის რძე 3 სტოლის კოვზე ფქვილთან სულ წყალწყალა გამოვიდა.....🙄🙄🙄🙄😒გავაფუჭე ამდენი რძეე:((
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი ვაშლის ტორტის მოსამზადებლად.
ავტორი:
კარგად ცნობილი იტალიური დესერტის, ტირამისუს, ეს ნაირსახეობა განსაკუთრებით გემრიელია.
კარგად ცნობილი იტალიური დესერტის, ტირამისუს, ეს ნაირსახეობა განსაკუთრებით გემრიელია.
ავტორი:
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ტორტი “პრაღა” ყველასათვის ცნობილი და საყვარელი დესერტია.
ავტორი:
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი მარწყვის ტორტის მოსამზადებლად.
საუკეთესო რეცეპტი უგემრიელესი მარწყვის ტორტის მოსამზადებლად.
ავტორი: