მარწყვის ნაყინი
ამ რეცეპტში თავს უგემრიელესეი ინგრედიენტები იყრიან, ამიტომ მის მომზადებას დიდი ენთუზიაზმი ახლავს თან.
დიდ თასში მიქსერის დახმარებით ნაღები მანამ თქვიფეთ, სანამ შედარებით მყარ წვეთებს არ გაიკეთებს.
დაამატეთ ტკბილი შედედებული რძე და ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ კიდევ ორიოდე წუთით.
მეორე თასში „ლედის თითები“ (დაახლ. 12 ცალი) მცირე ზომის ნაწილებად დატეხეთ.
დაამატეთ კრემის ფენა და ერთმანეთში აურიეთ.
დაამატეთ მარწყვის ჯემი და მსუბუქად მოურიეთ, რომ მისგან ხვეულები შექმნათ.
გაამეორეთ ფენები რამდენჯერმე, სანამ კრემი არ გათავდება.
მიღებული მასა გადაიტანეთ ერთ დიდ ან 2 მომცრო დაფარულ შესანახ კონტეინერში და შედგით საყინულეში. გაყინეთ არაუმცირეს 4 საათით ან მთელი ღამის განმავლობაში.