მარწყვის გამაგრილებელი სასმელი
მარწყვის კიდევ ერთი უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელის რეცეპტი კულინარიაზე!
მარწყვის კიდევ ერთი უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელის რეცეპტი კულინარიაზე! მარწყვის Smoothie მზადდება მხოლოდ 6 წუთში და გამოდის 2 ჭიქა თავდავიწყება. ვისაც ზაფხული არ უყვარს, მან არ იცის გაგრილების სიამოვნება. მაშ, ისიამოვნეთ!
მარწყვები მოათავსეთ ბლენდერში. ჩაუმატეთ რძე, მაწონი, შაქარი. დატეხეთ ყინულის კუბებიც და ჩაამატეთ ბლენდერში. ჩართეთ ბლენდერი და თქვიფეთ ყველაფერი კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ გაანაწილეთ ორ ჭიქაში და მიირთვით გემრიალად.