რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

მადამ ბოვარი

გთავაზობთ პოპულარული და ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს. თქვენ როგორ ამზადებთ ამ კერძს?
გთავაზობთ პოპულარული და ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს. თქვენ როგორ ამზადებთ ამ კერძს?

1:30:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   კგ. კარტოფილი
700   გრამი შერეული ფარში
1   თავი ხახვი
200   გრამი გახეხილი ყველი
200   გრამი მაიონეზი
2   ცალი მოხარშული კვერცხი
მარილი და პილპილი
1   კბილი ნიორი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კარტოფილი გათალეთ, მრგვლად დაჭერით და მოხარშეთ ან შეწვით.

2

ამასობაში, ფარში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ტაფაზე მოთუშეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

3

მაიონეზს დაჭყლეტილი ნიორი და პილპილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. (შეგიძლიათ მაიონეზის ნაცვლად არაჟანი გამოიყენოთ, თუმცა მაიონეზი მეტად ნოყიერია).

4

დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ჭურჭელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭვირვალე ცეცხლგამძლე ლანგარი). პირველ ფენად ფორმის ძირში მრგვლად დაჭრილი მოხარშული/შემწვარი კარტოფილი მოალაგეთ. ზემოდან მოათავსეთ მოთუშული ფარშის ნაზავი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი მოხარშული კვერცხი. შემდეგ, გახეხილი ყველი. თუ ჭურჭელი ღრმაა, შეგიძლიათ, ფენები ამ თანმიმდევრობით კიდევ გაიმეოროთ. ბოლოს, თავზე მოასხით მაიონეზის ნაზავი და მთლიან ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ. ზემოდან მრგვლად დაჭრილი პომიდვრით მორთეთ. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15–20 წუთით 200 C-ზე. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
2 კომენტარი

panza1991
09/20/2017
მაიონეზის ნაცვლად კეჩუპი არ გამოდგება :) სხვადასხვა დანიშნულებისაა ერთიც და მეორეც.
nini+171199
09/13/2017
Maionezis magiivrad kechupi ar sheidzleba?
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გემრიელი და სახალისო ორცხობილები საყვარელი ადამიანებისთვის. დააგემოვნეთ და შეაფასეთ :)
გემრიელი და სახალისო ორცხობილები საყვარელი ადამიანებისთვის. დააგემოვნეთ და შეაფასეთ :)
ავტორი:
მოამზადეთ, სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით, გააფორმეთ მწვანილით და აუცილებლად გემრიელად მიირთვით!
მოამზადეთ, სურვილისამებრ მორთეთ მაიონეზით, გააფორმეთ მწვანილით და აუცილებლად გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
თუ გემრიელ კერძებზე ასეთივე სასმელის მიყოლება თქვენთვის უცხო არაა, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
თუ გემრიელ კერძებზე ასეთივე სასმელის მიყოლება თქვენთვის უცხო არაა, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
ავტორი:
მოამზადეთ სოკო გემრიელი შიგთავსით და გაალამაზეთ თქვენი სუფრა!
მოამზადეთ სოკო გემრიელი შიგთავსით და გაალამაზეთ თქვენი სუფრა!
ავტორი: