შეგიძლიათ, თქვენი გემოვნებით თავისუფლად იხელმძღვანელოთ: დაამატოთ ბეკონი, სოსისი, ნიორი და სხვა.
გააცხელეთ ღუმელი 230°C-მდე.
ათქვიფეთ კვერცხი და რძე აფუებამდე. დაამატეთ ფქვილი, მარილი და პილპილი, თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
ჩაასხით ცხიმწასმულ 25×35 სმ საცხობ ფორმაში და აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში ისე, რომ კვერცხმა შეწვა ვერ მოასწროს (ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე, ჭურჭელზე, ამიტომ თვალი გეჭიროთ კვერცხზე, რადგან შეიძლება, გაცილებით ადრე გამაგრდეს).
შემდეგ მოაყარეთ 1 ჭიქა დაჭრილი ლორი( ან უმი ლორის 9 თხელი ნაჭერი) ან თავზე თანაბრად დააწყვეთ თხელი ნაჭრები. მოაფრქვიეთ ყველი და აცხვეთ დამატებით 5 წუთით, სანამ ყველი არ გადნება.
გამომცხვარი ომლეტი სიგრძეში საცხობ ლანგარზევე გადაახვიეთ, გადაიტანეთ თეფშზე და დაჭერით.