ლობიოსა და სიმინდის სალათა
შავი ლობიოსა და სიმინდის მარცვლების სალათა ძალიან ფერადი და გემრიელი სალათაა არომატული ლაიმის საკმაზით!
მოათავსეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და კაიენის წიწაკა პატარა ქილაში. დაახურეთ თავსახური და ანჯღრიეთ კარგად შერევამდე.
სასალათე თასში აურიეთ გარეცხილი და გაწურული შავი ლობიო(425 გრ.) , სიმინდის მარცვლები, გათლილი, თესლგაცლილი და დაჭრილი ავოკადო, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი და ქინძი(სურვილისამებრ). შეანჯღრიეთ ლაიმის საკმაზი და მოასხით სალათს. კარგად აურიეთ სალათი, რათა საკმაზი და ბოსტნეული კარგად შეერიოს, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!