ლიმონისა და ჯინჯერის ფხვიერი ნამცხვარი
მარტივი რეცეპტი უგემრიელესი ლიმონის ფილების მოსამზადებლად. ჯინჯერი ამ ნამცხვარს დაუვიწყარ არომატს ანიჭებს.
გავაცხელოთ ღუმელი 130-150 გრადუსზე და შევდგათ ჭურჭელი.
გასქურაზე დავდგათ ჯამი, მოვათავსოთ კარაქი და ხის კოვზით ვურიოთ, სანამ არ დარბილდება. დავამატოთ შაქარი გახეხილი ლიმნის კანთან და წვრილად დაჭრილ ჯინჯერთან ერთად და მოვურიოთ. ამ ყველაფერს დავამატოთ ფქვილი და მოვურიოთ ხელით, რათა ფაფუკი ცომი მივიღოთ. შემდეგ გახურებულ ფორმაში თანაბრად გავანაწილოთ ცომი და იმავე ტემპერატურაზე დაახლოებით 40 წუთი ვაცხოთ, სანამ ღია ოქროსფერი არ გახდება.
გამოცხობის შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად და დავტოვოთ იმავე ჭურჭელში, სანამ არ გაცივდება. ბოლოს გადმოვიტანოთ თეფშზე და დავაყროთ შაქრის პუდრა.