წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. კექსის 6 ფორმიან საცხობ ტაფას წაუსვით ცხიმი. თითოეული ლიმონი დაჭერით 2 მმ სისქის 6 ნაჭრად. მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი თეფშზე. სათითაოდ კარგად ამოავლეთ ნაჭრები შაქარში და მოათავსეთ წინასწარ მომზადებულ ფორმიან ტაფაზე.
გახეხეთ ერთი ლიმონის კანი, რომ 2 ჩაის კოვზი გაავსოს. დარჩენილი ლიმონი გაწურეთ. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ კარაქი, ½ ჭიქა შაქარი და ლიმონის კანი ფაფუკი მასის მიღებამდე. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გულები და კარგად შეათქვიფეთ. გარეცხეთ და გაამშრალეთ სათქვეფი ჯოხები. სხვა თასში თქიფეთ კვერცხის ცილა მასის გამყარებამდე.
მოაყარეთ ფქვილი კარაქის ნაზავს. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და რძე. ურიეთ კარგად შერევამდე. გამოიყენეთ დიდი რკინის კოვზი და ფრთხილად გადაიტანეთ კვერცხის ცილა კარაქის ნაზავში. გაანაწილეთ ნაზავი წინასწარ მომზადებულ 6 ფორმაში. მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 20 წუთით, ოქროსფერი ფერის მიღებამდე, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ ჯოხს სუფთას არ ამოიღებთ. გააჩერეთ ფორმაშივე 10 წუთით. გადმოაბრუნეთ საცხობი ფორმა რკინის ცხაურზე.
ამასობაში, მოათავსეთ დარჩენილი შაქარი და 1/3 ჭიქა ლიმონის წვენი ტაფაზე, საშუალო ტემპერატურაზე. ადუღეთ, ურიეთ დროდადრო, 3–4 წუთის განმავლობაში შაქრის გახსნამდე. წამოაუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა. ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 4–5 წუთით, გასქელებამდე. ნამცხვარს სიროფის ნახევარი კოვზით მოასხურეთ. გააგრილეთ 5 წუთით. მიირთვით თბილი დარჩენილ სიროფთან და ნაღებთან ერთად.