რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კუჭმაჭი

ამ მარტივი კულინარიული რეცეპტით უგემრიელესი ქართული კერძის მომზადებას ისწავლით :)
ამ მარტივი კულინარიული რეცეპტით უგემრიელესი ქართული კერძის მომზადებას ისწავლით :)

0:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

კუჭმაჭის მომზადება შეიძლება როგორც ღორის, ისე საქონლისა და ფრინველის გულ-ღვიძლისაგანაც. ამჯერად, ღორის კუჭმაჭს შემოგთავაზებთ. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!
 

რეცეპტის ინგრედიენტები
1   კგ. ღორის გულ-ღვიძლი
200   გრამი ღორის ქონი ან კარაქი
4   თავი ხახვი
6   კბილი ნიორი
200   მლ/ლ წყალი
2   ჩ/კ ხმელი ქონდარი
4   ცალი დაფნის ფოთოლი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
40   გრამი ახალი მწვანე ქინძი
1   ცალი ბროწეული
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კარგად გარეცხეთ ღორის გულ-ღვიძლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მოათავსეთ ტაფაზე, საუკეთესო არომატისთვის 2 ცალ დაფნის ფოთოლთან და 2 კბილ ნიორთან ერთად. ჩაუმატეთ 200 მილილიტრი წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე, სანამ წყალი არ დაშრება. თან დროდადრო ურიეთ.

2

თხლად დაჭერით ხახვი და კარაქთან ან ღორის ქონთან ერთად ჩაუმატეთ ტაფას. დააფარეთ თავსახური და დროგამოშვებით ურიეთ.

3

დანაყეთ დარჩენილი 4 კბილი ნიორი და ჩაუმატეთ, როცა გულ–ღვიძლი უკვე დარბილებული იქნება. დაუმატეთ ხმელი ქონდარი, დარჩენილი 2 დაფნის ფოთოლი, ხმელი ქინძი, შავი წიწაკა და მარილი. მოურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

4

ამასობაში თხლად დაჭერით მწვანე ქინძი და მოაყარეთ მომზადებულ კუჭმაჭს. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!

გასაფორმებლად ნიგვზის ლებნების გამოყენებაც შეგიძლიათ.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ტოლმის კიდევ ერთი უგემრიელესი ნაირსახეობა – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მოამზადეთ და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა :)
ტოლმის კიდევ ერთი უგემრიელესი ნაირსახეობა – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მოამზადეთ და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა :)
ავტორი:
გებჟალია, დარბილებული ყველის კერძი სამეგრელოდან, შეგიძლიათ მაწონთან ერთად მოამზადოთ.
გებჟალია, დარბილებული ყველის კერძი სამეგრელოდან, შეგიძლიათ მაწონთან ერთად მოამზადოთ.
ავტორი:
იხილეთ ტოლმის ერთ–ერთი უგემრიელესი სახეობა. ბულგარული წიწაკა მას კიდევ უფრო გემრიელს ხდის.
იხილეთ ტოლმის ერთ–ერთი უგემრიელესი სახეობა. ბულგარული წიწაკა მას კიდევ უფრო გემრიელს ხდის.
ავტორი:
ნიგვზიანი ბადრიჯანი ნებისმიერ სუფრას დაგიმშვენებთ.
ნიგვზიანი ბადრიჯანი ნებისმიერ სუფრას დაგიმშვენებთ.
ავტორი: