წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, ½ ჩ/კ მარილი და კარგად აურიეთ.
თანდათანობით შეურიეთ პატარ–პატარა ნაწილებად დაჭრილი ცივი კარაქი და ათქვიფეთ.
დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ათქვიდეთ.
ეტაპობრივად შეურიეთ წყალი და ყოველი დამატების შემდეგ ათქვიფეთ. ნელ–ნელა მიიღებთ ცომის გუნდას.
მიღებული ცომი რაც შეგიძლიათ თხლად გააბრტყელეთ.
ცომი ორცხობილის საჭრელი ფორმებით გამოჭერით. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმა გამოჭრათ.
გამოჭრილი ფორმები დაჩხვლიტეთ. ეს ნაჩხვლეტები არ არის მხოლოდ ვიზუალური გაფორმებისათვის. ისინი კრეკერს სწორად გამოცხობაში ეხმარებიან.
საცხობ ლანგარზე პერგამენტი დააფინეთ და კრეკერები დააწყვეთ. აცხვეთ 10 წუთით ან გადაბრაწვამდე.
სანამ კრეკერები ცხვება გაადნეთ 3 ს/კ კარაქი და შეურიეთ ½ ჩ/კ მარილი. (მარილის რაოდენობა შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ, გაზარდოთ ან შეამციროთ).
როგორც კი ღუმელიდან გამოიღებთ, ფუნჯით მარილიანი კარაქი წაუსვით.
გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!