კომშის ხილფაფის მომზადება ასეთი წესით საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. რეცეპტის გაცნობისას ამან შეიძლება შეგაშინოთ, მაგრამ საკმარისია კომშის ჯემი დააგემოვნოთ და დარწმუნდებით, ის ამად ღირდა.
გათალეთ კომში და დაჭერით პატარა კუბიკებად. შეგიძლიათ დაჭრათ როგორც სპეციალური საჭრელით, აგრეთვე, ჩვეულებრივ, დანით.
მოათავსეთ დაჭრილი კომში თასში/ქვაბში (რომელშიც უნდა ხარშოთ), დაფარეთ შაქრით, დაამატეთ ლიმონის წვენი და გააჩერეთ ასე მინიმუმ 12 საათით. ნორმალურია, თუ კომში გამუქდება, არ აღელდეთ.
დადგით ცეცხლზე, დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და მიიყვანეთ დუღილამდე.
ტემპერატურას მინიმუმამდე დაუწიეთ და ადუღეთ კიდევ 10 წუთით, შემდეგ გამორთეთ და დატოვეთ ასე მთელი დღით. შემდეგ კვლავ მიიყვანეთ დუღილამდე და გააჩერეთ 2–3 წუთით დაბალ ტემპერატურაზე.
გაიმეორეთ იგივე კიდევ 2–ჯერ (ყოველ ჯერზე „დაასვენეთ“ მთელი დღით, შემდეგ კვლავ აადუღეთ და 2–3 წუთით დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ).
მეოთხე ჯერზე კომში ნარინჯისფერ შეფერილობას მიიღებს და სითხე თითქმის გაქრება. ამით კომშის ჯემის მომზადება დასრულებულია.